დასავლერ მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ბარაქ ობამას რუსეთის სამხედრო გემებისთვის საბერძნეთის წყლების ჩაკეთვა სურს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხუმრობის ხასიათზე დააყენა. საგანგებო განცხადება ლავროვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.
„ეს კიდევ ცოტაა. ობამა, ალბათ, მალე მტრედებისთვის პუშკინის ბაღის დახურვას მოითხოვს ან დაფებში ლურსმნების ჩაჭედების აკრძალვას,“-აღნიშნა მარია ზახაროვამ.