თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში ისლამისტებს ავიწროვებს. ოპერაცია „ევფრატის ფარის“ ფარგლებში თურქებმა ელ-ბაბის რაიონი დაბომბეს. საჰაერო დარტყმების შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ 10-მდე ობიექტი განადგურდა. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.