იმ შემთხვევაშიც კი, თუ თეთრი სახლის ადმინისტრაცია რუსეთის მიმართ პოზიციას შეიცვლის, ბრიუსელის პოზიცია უცვლელი დარჩება. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შესახებ პრინციპული პოზიცია აქვს და კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. რაც შეეხება ამერიკის მომავალ პრეზიდენტს, მოგერინის განცხადებით, ევროკავშირი ტრამპის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.