2016 წლის III კვარტალში საქართველოში 33 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლსა (36,4%) და თბილისში (33,3%) იყო განთავსებული. „საქსტატის“ ინფორმაციით, მოქმედი სამაცივრე მეურნეობების 15,2% მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენი სხვა რეგიონებში ფუნქციონირებს.
სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2016 წლის III კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 2,8 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 3,9 მლნ. ლარი შეადგინა.
2016 წლის III კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 25,6 მლნ. ლარის ღირებულების (6.7 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (60,5%) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 95,5% მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას თევზეული (34,1%) და ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათლით) წარმოადგენდა (29,1%). სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე ძირითადად ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული (60,1%).
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 70,6%-ს, აგვისტოში - 69,4%-ს, ხოლო სექტემბერში - 62,8%-ს.