საუდის არაბეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის „Olaya Real Estate“-ის სათაო ოფისში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
შეხვედრის მიმდინარეობისას დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა საქართველოს შესახებ სხვადასხვა საინფორმაციო მასალა. ასევე ნაჩვენები იქნა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული საპრეზენტაციო ვიდეოები კლიპები.
პრეზენტაციის დასრულების შემდგომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
დისკუსიაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ საინვესტიციო პროექტებს (ტურიზმს, უძრავ ქონებას) და ქვეყნებს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სამომავლო ასპექტებს.
საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ გამართულ პრეზენტაციას საუდის არაბეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.