ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა, რომელსაც თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
მინისტრმა ლექციაზე საქართველოს ეკონომიკის ძირითად გამოწვევებზე, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის მნიშვნელობაზე, ასევე, ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის ადამიანური რესურსების განვითარების როლსა და ფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდაზე ისაუბრა.
ლექციის დასასრულს, მინისტრმა საქართველოს ეკონომიკის პოტენციალსა და ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მინისტრმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.