Huawei-ს ხელმძღვანელმა რიჩარდ იუმ, მიუნხენში ახალი სმარტფონის Huawei Mate 9-ის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ კომპანია 2 წელში Apple-ს გადაასწრებს.
ეს ერთი შეხედვით ამბიციური განაცხადია, თუმცა მეორეს მხრივ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩინურმა კომპანიამ ბოლო პერიოდში ბაზარზე წილის ზრდა მოახერხა.
დღეისათვის სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე Huawei Lenovo-თან და Xiaomi-თან ერთად, მესამე ადგილზეა
Strategy Analytics-ის მონაცემებით, გასულ კვარტალში Huawei-მ 33,6 მლნ სმარტფონი გამოუშვა, რითაც შეძლო და დღეს მსოფლიო ბაზრის 9%-ის მფლობელია. ეს იმ ფონზე, როდესაც Apple-ს წილი 12%-ს შეადგენს.
რიჩარდ იუ დარწმუნებულია, რომ 5 წელში Huawei მოახერხებს და ის მსოფლიო ბაზრის ლიდერიც გახდება.