უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩმა აცხადებს, რომ კიევი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობას" არ აღიარებს.
"არსებობს საერთაშორისო ნორმები. საერთაშორისო კანონმდებლობით და ნორმებით, ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა აკრძალულია. ჩვენ არ გვაქვს უფლება მსოფლიოში მიმდინარე ამ პროცესებს მივესალმოთ, იქ სადაც ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა მიმდინარეობს, ხოლო მით უფრო აღიარების უფლება. მე ამას არასოდეს ვაღიარებდი", _ განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა დღეს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.