საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენაში კომპანია Property Abroad დაგეხმარებათ. როგორც კომპანია propertyabroad.ge-ს უკანასკნელი კვლევებით და ბაზრის ანალიზით დადგინდა, საქართველოში წლიდან წლამდე იმატებს საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენის მსურველთა რიცხვი. თუმცა როგორც წესი, საზღვარგარეთ უძრავი ქონების ყიდვა არ არის დაკავშირებული მხოლოდ შესაბამისი თანხების ქონასთან. ხშირ შემთხვევაში ეს გულისხმობს არაერთი რთული, ხანგრძლივი და ხარჯიანი პროცედურის გავლასაც, რაც ქვეყნების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება და საქმეში ჩაუხედავი კლიენტისთვის ხშირად გადაულახავ ბარიერად იქცევა ხოლმე.
propertyabroad.ge სწორედ საზღვარგარეთ უძრავი ქონების ყიდვით და მასთან დაკავშირებული პროცედურების სწრაფად და შეღავათიანად გავლით დაინტერესებულთა ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. უძრავი ქონების ბაზარზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიათა ფართო ქსელთან თანამშრომლობით, propertyabroad.ge-ს შეუძლია კლიენტის მოთხოვნის დაკმაყოფილება პრაქტიკულად მთელს მსოფლიოში. ამავდროულად, კომპანია დაგეხმარებათ თქვენი სურვილის შესაბამისად ისეთი უძრავი ქონების მოძიებასა და შეძენაში, რომელიც არა მხოლოდ თქვენი ცხოვრების და დასვენების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, არამედ სოლიდური შემოსავლის მიღების წყაროც იქნება.
propertyabroad.ge-ს კიდევ ერთი შეთავაზება სხვა და სხვა ქვეყნებში უძრავი ქონების აუქციონებში მონაწილობას, ასევე მზა ბიზნესის შეძენის შესაძლებლობას უკავშირდება. ზოგიერთ შემთხვევაში განიხილება შეძენის ქვეყანაში იპოთეკური სესხის აღების და ყველა შესაბამის იურიდიულ, ადმინისტრაციულ და სხვა პროცედურებში ხელშეწყობაც (კომპანიის რეგისტრაცია, ანგარიშის გახსნა, ცხოვრების უფლების მოპოვება, თარჯიმნის მომსახურება, ვიზის გაფორმება, ეკონომიკური კონტრაქტი, იპოთეკა, ტრანსფერი, დაზღვევა და ა.შ. ).
ამჟამად კომპანიის ხელთაა ყოველთვის ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი წინადადებები როგორც საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენის, ასევე ამ სფეროში ინვესტირების მსურველთათვის. ასეთია, მაგალითად, აქტივების შეძენის და გარანტირებული წლიური სარგებლის მიღების შესაძლებლობა სასტუმროების ქსელებში და აპარტ-ოტელებში, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სასტუმროს ნომერი ან მთელი კომპლექსი და მიიღოთ მუდმივი გარანტირებული შემოსავალი.
მრავალფეროვანი შეთავაზებები მოიცავს ასევე ბინების, აპარტამენტების, პენტჰაუზების, ვილების, თაუნჰაუსების, მიწის ნაკვეთების, კომერციული უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობას ყველაზე პოპულარული მიმართულებებით, კერძოდ, აშშ-ში (ნიუ იორკი, მაიამი), ესპანეთში (ბარსელონაში, კოსტა ბრავა და ა.შ.), ტაილანდში (პატაია, სამუი), არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (დუბაი, აბუ დაბი), თურქეთში (სტამბული, კუშადასი, ალანია...), ხორვატიაში, ავსტრიაში და მსოფლიოს კიდევ არაერთ ქვეყანაში.
კლიენტის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ტურის ორგანიზება და წინადადებების ადგილზე შესწავლა და არჩევა, ასევე გადახდის ინდივიდუალურ გრაფიკზე შეთანხმება.
ანონიმურობა გარანტირებულია!
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 5 96 37 77 11