თურქეთი ავეჯის ექსპორტს ზრდის და მსოფლიო ბაზარზეც წინაურდება. წლის დასაწყისიდან თურქეთმა 400 მლნ დოლარით მეტი ღირებულების ავეჯის იმპორტი განახორციელა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
თურქეთის ავეჯის მწარმოებელთა ასოციაციის (MOSFED) ხელმძღვანელის ახმეტ გიულჩის განმარტებით, წლის ბოლომდე თურქეთის 2,7 მლრდ დოლარის ღირებულების ავეჯის ექსპორტს მოახდენს.
მისი განმარტებით, გასულ წელთან შედარებით მიმდინარე პერიოდისთვის თურქეთში ავაჯის წარმოების მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა მსოფლიო ბაზარზე თურქული ავეჯის ექსპორტი გაიზარდა.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ გასულ წელს თურქეთმა 2,3 მლრდ დოლარის ღირებულების ექსპორტი განახორციელა.