თებერვლიდან ყავის ფასი მაქსიმალურ ნიშნულამდე ავარდა. ამ პერიოდში „არაბიკას“ ღირებულება 20%-ით გაიზარდა, რისი მიზეზიც ბრაზიალიასა და ვიეტნამში მოუსავლიანობაა.
ყავის უმსხვილესმა მწარმოებელმა ბრაზილიაში, კომპანია Cooxupe-მ 2016 წლისთვის ექსპორტის პროგნოზი შეამცირა.
ასევე „არაბიკას“ ფუჩერსები ლონდონის ბირჟაზე 3%-ით გაძვირდა.
ანალიტიკოსების განმარტებით, ბოლო 6 თვეა ყავის ფასი მუდმივად იზრდება.