კომპანია Emporis-მა 2015 წლის კონკურსის Skyscraper Awards-ის შედეგები გამოაქვეყნა. ნომინაციაში, რომელიც სილამაზითა და ფუნქციონალურობით ფასდება, გამარჯვებული ჩინეთში მდებარე Shanghai Tower-ი გახდა.
დღეისათვის Shanghai Tower-ი სიმაღლის მხრივ აზიაში მეორე ცათამბჯენად ითვლება.
Shanghai Tower-ი ექსპერტებმა 300 მეტ ცათამბრჯენს შორის გამოარჩიეს და პირველობა მიანიჭეს.
Shanghai Tower-ი 632 მეტრის სიმაღლისაა და მასში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ლიფტია დამონტაჟებული.
არქიტექტურული შედევის შექმნას 7 წელი და 2,4 მლრდ დოლარი დასჭირდა.