ინგლისური კომპანია Strategy Analytics-მა მობილური ОС-ს მესამე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, პლამენტაზე Android-ის სისტემაზე მომუშავე სმარტფონების რაოდენობა 354,2-დან 375,4 მლნ ერთეულამდე, ანუ 6%-ით გაიზარდა.
თუ კი Strategy Analytics-ის ანალიზს დავეყრდნობით, საანგარიშო პერიოდში გამოშვებულ იქნა 328,6 მლნ ერთეული ОС Android-ზე მომუშავე ტელეფონი, რაც საერთო წარმოების 87,5%-ია.
შესაბამისად გამოდის, რომ ყოველი 10 სმარტფონიდან მხოლოდ ერთი არ იყო Android-ის სისტემის.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში Android-ის მაჩვენებელი 84,1%-ი იყო.