9-11 დეკემბერს ბათუმში, სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების მე-6 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, რომელსაც Sheraton Batumi Hotel-ი უმასპინძლებს.
“BATUMI BUILD 2016" -ის ორგანიზატორი საქართველოში ერთ–ერთი პირველი საგამოფენო კომპანია ’’EXPO BATUMI’’-ა, რომლის ძირითადი მიზანი ბათუმში სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენების ორგანიზებაა.
გამოფენაში საერთაშორისო და ადგილობრივი უძრავ მოძრავი ქონების სააგენტოებიც ჩაერთვებიან, რომლებიც კომპანიებთან საქმიან ურთიერთობებს ადგილზე დაამყარებენ, რაც ისევ და ისევ ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკურ ზრდას ჩვენს რეგიონში.
გამოფენის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ გამოფენა საშუალებას მისცემს მონაწილე კომპანიებს გააცნოს თავისი პროდუქცია თუ სერვისი ფართო მომხმარებელს, გაცვალოს ბიზნეს კონტაქტები, გაეცნოს სამშენებლო და დიზაინის სფეროში არსებულ სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, სომხეთი, პოლონეთი, უკრაინა, რუსეთი ჰოლანდია და სხვა. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.
„BATUMI BUILD 2016“ თანაორგანიზატორები არიან: აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია.
ღონისძიების მედია მხარდამჭერები არიან “აჭარის ტელევიზია“, „TV 25“ „გაზეთი აჭარა“ , „Caucasus Business Week“, ,,Business Time Georgia’’.