აჭარის საინვესტიციო პოტენციალით იაპონელი ინვესტორები დაინტერესდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციისა (JETRO) და სხვადასხვა მსხვილი იაპონური კომპანიის წარმომადგენელებს შეხვდნენ.
აჭარის რეგიონით დაინტერესებულ 21 ინვესტორთან შეხვედრაზე საუბარი რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებს შეეხო. უცხოელ პარტნიორებს მთავრობის წარმომადგენლებმა აჭარაში არსებულ საპრივატიზაციო ობიექტებზე,რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე,საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა ინვესტორებისთვის აჭარის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სპეციალური პრეზენტაცია გამართა.
იაპონური კომპანიები ვაჭრობის, ფინანსების, კვებისა და მძიმე მრეწველობის სფეროში საქმიანობენ. ისინი აჭარაში ლოჯისტიკით, სოფლის მეურნეობით, მრეწვერლობითა და უძრავი ქონებით არიან დაინტერესებულნი. დელეგაცია აჭარას დღეს დატოვებს.