,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილს მოქალაქეობა აქვს ჩამორთმეული და საქართველოში პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ვერ იქნება:
"მიხეილ სააკაშვილი იმის გამო, რომ მას ჩამოართვა მოქალაქეობა ივანიშვილის რეჟიმმა, საქართველოს კანონმდებლობით ვერც იქნება საქართველოში პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და ის ფორმალურად ახლა არც არის პარტიის თავმჯოდმარე”, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
რაც შეეხება გიგი უგულავას წერილს, მისი თქმით, წერილი ყურადსაღებია და მას პარტიის შიდა დისკუსიების დროს განიხილავენ. "ენმ" დღეს საღამოს პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს:
"გავეცნობით ბუნებრივია ყურადღებით. მითუმეტეს, რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს დღეს საღამოსაც პოლიტსაბჭო, სადაც უნდა იყოს მსჯელობა იმის თაობაზე თუ როგორ უნდა მოემზადოს პარტია იმისათვის, რომ ჩვენ გავუწიოთ სერიოზული წინააღმდეგობა ბიძინა ივანიშვილს. და ბუნებრივია ის გამოთქმული მოსაზრებები, რაც წერილში არის, იქნება ძალიან ყურადსაღები ჩვენი მომდევნო შიდა დისკუსიებისათვის", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.