ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით ისევ გაუფასურდა. დღეიდან ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,43 ლარი იქნება. ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ კერძო ჯიხურებში კი ერთი დოლარის ღირებულება 2, 35-დან 2,47 ლარამდე მერყეობს. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურებულია. კერძოდ,დღეს ერთი ევროს შეძენა 2,70 ლარად იქნება შესაძლებელი. ექსპერტების ნაწილის შეფასებით, ლარის გამყარება ჯერ-ჯერობით მოსალოდნელი არ არის. ლარის გაუფასურების მიუხედავად, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში დეფლაციაა, ანუ წინა წელთან შედარებით ფასების საერთო დონე შემცირებულია ორი- მეათედი პროცენტით. საქსტატის ინფორმაციით, დეფლაცია 2013 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. გარკვეული პროდუქტების გაძვირების ფონზე 2015 წელთან შედარებით გაიაფებულია საწვავი და სატრანსპორტო საშუალებები.