რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგ მმართველ გუნდში საპარლამენტო თანამდებობები გადანაწილდა. პოსტებისა და გვარების ოფიციალურად დასახელებას მმართველ პარტიაში ამ დრომდე ერიდებიან, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ძირითად საკითხებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. მე-9 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში ვიცესპიკერები სავარაუდოდ თამარ ჩუგოშვილი და გია ვოლსკი იქნებიან. ვახტანგ ხმალაძეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ეკა ბესელია ჩაანაცვლებს. უკვე შერჩეულია უმრავლესობის ლიდერიც. ზვიად კვაჭანტირაძეს სავარაუდოდ არჩილ თალაკვაძე შეცვლის. ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ კი მამუკა მდინარაძე ჩაიბარებს. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაიკავებს. თანამდებობების საკითხები ოფიციალურად უკვე მომდევნო დღეებში დაზუსტდება. პოლიტსაბჭოს სხდომას მმართველი პარტია სავარაუდოდ კვირის ბოლოს გამართავს.