პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. ეს ერთადერთი საკითხია, რასაც მმართველ გუნდში ადასტურებენ. სამთავრობო გუნდის ფორმირებასა და საპარლამენტო თანამდებობებზე ქართული ოცნების ოფისში გვიანობამდე თათბირობდნენ. საბოლოოდ საკადრო ცვლილებებზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში პოლიტსაბჭოს სხდომაზ მიიღებენ, პარლამენტში პირველი პლენალური სხდომა 19 ნოემბერს უნდა გაიმართოს. კონკრეტული გვარები ამ დროისთვის ცნობილი უნდა იყოს. საკანონმდებლო ორგანოს კი საბოლოოდ კენჭისყრის შედეგად დააკომპლექტებენ.