პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ხვდება. შეხვედრა დავით უსუფაშვილის სამუშაო კაბინეტში, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებიან, პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი.