2 ნოემბერს აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა და სეტყვამ ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ციტრუსის ნაწილობრივი დაზიანება გამოიწვია. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს დაწყებული აქვთ რეგიონში სეტვის შედეგების შესწავა. სპეციალური ჯგუფები ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში სავარაუდო დაზიანებებზე უკვე მუშაობენ. წინასწარი მონაცემებით, სავარაუდო დაზიანების არეალი ხელვაჩაურსა და ბათუმში უფრო მეტია, ვიდრე ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
იმ შემთხვევაში თუ მეციტრუსე ფერმერს დაზღვევული ციტრუსოვანთა ნაყოფი დაუზიანდა, საჭიროა მიმართოს შესაბამის სადაზღვევო კომპანიებს. მნიშვენლოვანია, რომ 24 საათის განმავლობაში მუშაობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ცხელი ხაზი შემდეგ ნომერზე - 1501, ასევე ცხელი ხაზი მუშაობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინსტროში - 577 30 29 93, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.