მომავალი შს მინისტრის ვინაობა კვლავ უცნობი რჩება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ პოსტზე „ქართული ოცნების“ წევრის მამუკა მდინარაძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა აღნიშნული უარყო თავად მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, “ყველას ძალიან ვთხოვ ნუ აყვებიან მედიის მიერ გავრცელებულ აბსოლუტურად უსაფუძვლო ინფორმაციას ჩემი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის შესახებ. მსგავსი არაფერი ხდება. იგივეს ვთხოვ ყველა ჟურნალისტს. ამ დღეების განმავლობაში რამდენიმეჯერ მომიწია ამ თემაზე კომენტარის გაკეთება და ყველგან იგივე დავაფიქსირე. სამწუხაროდ ჩემი კომენტარების ნაცვლად კვლავ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება», განმარტავს მდინარაძე.