RoomGuru.ru-ს ვერსიით, რუსი ტურისტებისათვის გასტრონომიული კუთსხით საქართველო TOP-3-შია. როგორც ირკვევა, სასტუმროების საძიებო პორტალის მომხმარებლები, გასტრონომიული კუთხით უპირატესობას საქართველოს ანიჭებენ.
RoomGuru-ს რეიტინგში, ანუ რუსი ტურისტების აზრით, ქართული სამზარეულო მათთვის საინტერესო მიმართულებაა, იმდენად, რომ ქვეყანა ამ მხრივ რეიტინგში მეორე ადგილზე მოხვდა და მხოლოდ ბელორუსს ჩამორჩება.
რუსი ტურისტების აზრით, გასტრონომიურად მომხივლელი ქვეყნების ხუთეული ასეთია: ბელორუსი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და იტალია.
RoomGuru.ru-ს დაკვირვებით, ტურისტები სასტუმროს შერჩევისას დიდ ყურადრებას კვებას და სამზარეულოს ტიპს აქცევენ.
აღსანიშნავია, რომ RoomGuru.ru (HotelsCombined) 3 წლის განმავლობაში World Travel Awards-ზე სასტუმროების საძიებო საუკეთესო სისტემად სახელდება.