ბურსას შავი ლეღვი მსოფლიოში თანდათან უფრო მოთხოვნადი ხდება. მიმდინარე წელს ბურსაში მოწეული შავი ლეღვის ექსპორტის ნახევარი დიდ ბრიტანესთა და გერმანიაში განხორციელდა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, იანვარ-ოქტომბერში მსოფლიოს 22 ქვეყანაში ბურსადან 5 მლნ 73 ათასი 338 კგ. შავი ლეღვის ექსპორტი დაფიქსირდა.
ბურსას ლეღვი საკმაოდ პოპულარული ხილია. ის ზომაშიც დიდია, დიდი ხნის განმავლობაშიც ინახება და განსხვავებული გემური თვისებებითაც გამოირჩევა.
დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის შემდეგ, ბურსას ლეღვზე დიდი მოთხოვნაა ჰოლანდიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, შვედეთში, კანადასა და ნორვეგიაში.
გასულ წელს 1 კგ შავი ლეღვის ღირებულებამ 2,64 დოლარი შეადგინა, წელს კი მისი ფასი 2,28 დოლარია.