“ეს მთავრობაც იქნება ყველა ერთი მამის შვილი”,-ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებთან დაკავშირებით განაცხადა.
”რა მნიშვნელობა აქვს ერთი გაუქმდება, სხვა შეიქმნება, მეოთხეს დაემატება შტატები, ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება, ადმინისტრაციული აპარატის შენახვის ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება, პენსიები და თანხები სოციალურად გაჭირვებულებისთვის უფრო მოიკლებს”,-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, პრემიერმინისტრი ახალი მთავრობის შესახებ განცხადებას ამ თვეში გააკეთებს.