დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი სიმბოლო, წითელი სატელეფონო ჯიხურები ლონდონის ქუჩებიდან მალე გაქრება. როგორც სატელეკომუნიკაციო კომპანია BT-ში განმარტავენ, მათ შემუშავებული აქვს სქემა, რომლის მიხედვითაც სატელეფონო ჯიხურები 21-ე საუკუნის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ. საუბარია მოსახლეობისთვის უფასო wi‑fi-სა და სხვა სერვისების შეთავაზებაზე.
წითელ ჯიხურებს მალე ახალი შეცვლის, რომელიც wi‑fi-ს გარდა USB‑პორტებით იქნება აღჭურვილი, რათა მოსახლეობამ ის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს.
პირველი თანამედროვე ჯიხური - Links - ლონდონში მომავალი წლიდან გამოჩნდება. საწყის ეტაპზე ქალაქში 750 ასეთი ჯიხურის ჩადგმაა დაგეგმილი.
ლონდონის შემდეგ Links დიდი ბრიტანეთის სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება.