იემენურ HSA Group-ს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნო
საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ მსხვილ იემენურ ბიზნეს ჯგუფს Hayel Saeed Anam Group (HSA Group) უმასპინძლა. სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებისთვის საქართველოს შესახებ სპეციალური პრეზენტაცია ჩაატარეს. მულტინაციონალური კორპორაციის ბიზნეს აქტივობები მოიცავს სხვადასხვა სფეროს, როგორებიცაა: ზეთისხილის, რძის პროდუქტების და სხვა საკვები პროდუქციის წარმოება. საქართველოში HSA Group თავისუფალი ინდუსტრიული ზონებით დაინტერესდა, იემენელი ინვესტორები ქვანახშირის მოპოვების ბიზნესსაც განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ HSA Group-ი 1938 წელს იემენის ქალაქ ადენში დაარსებული მულტინაციონალური კორპორაცია. ის დღეს მსოფლიოში კარგად-დაბალანსებული პორტფელით და ეფექტური საწარმოო სისტემებითაა ცნობილი. კომპანია, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით 35 000-ზე მეტი ადამიანი ყავს დასაქმებული, წარმოდგენილია ახლო აღმოსავლეთში ევროპაში, აფრიკასა და აზიაში.