ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა პოლონეთის პარლამენტის დეპუტატმა მოინახულა. ის ე.წ. მატროსოვის ციხეში 3 საათის განმავლობაში იყო. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ორივე მსჯავრდებული პოლიტპატიმარია. ის ასევე აცხადებს, რომ უგულავასა და მერაბიშვილის პირობები მისი ბოლო ვიზიტის შემდეგ არ გაუმჯობესებულა. პოლონელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ პატიმრებს ოჯახის წევრებთან პაემნის უფლება უნდა ჰქონდეთ.