დავით უსუფაშვილი ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას გეგმავს. პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის თქმით, მედიასთან ის რამდენიმე თვიან ტაიმ-აუტს აიღებს, რომლის დროსაც აქტიურ კონსულტაციებს გამართავს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა თუ პოლიტიკურად ნეიტრალურ ადამიანებთან. უსუფაშვილის განცხადებით, თანამშრომლობას ის ირაკლი ალასანაისთანაც აპირებს.