ნაციონალური მოძრაობა მეცხრე მოწვევის პარლამენტში მუშაობას გააგრძელებს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, ჩაიბარებს თუ არა დეპუტატის მანდატს სანდრა რულოვსი. საკითხზე კონსულტაციები ნაციონალურ მოძრაობის ოფისში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, სხდომაზე პარტიის სამომავლო გეგმები და მომავალი პოლიტსაბჭოს საკითხებიც განიხილეს.