სამთავრობო გუნდის ფორმირებასა და საპარლამენტო თანამდებობებზე კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კონკრეტულ პიროვნებებსა და გადაწყვეტილებებზე არ საუბრობენ, თუმცა ზოგიერთ თანამდებობაზე სავარაუდო კანდიდატები სახელდებიან. გავრცელებული ინფორმაციით , ევროპულ და ევროალტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძეს თავსუფალი დემოკრატების ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე ჩაანაცვლებს. დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა სამინისტროს ჩაიაბრებს, ხოლო მის ადგილზე ბიზნეს-ომბუცმენი გიორგი გახარია დაინიშნება. მამუკა მდინარაძე შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრი გახდეს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე ქართული ოცნების აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კობახიძე იქნება.