დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის საკითხებზე სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დუნკანი სოციალურ ქსელ „თვითერში“ ქართველ ხალხს დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს ულოცავს.
„ვულოცავ ქართველო ხალხს არჩევნების დემოკრატიულ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებას. მოუთმენლად ველი ვიზიტს საქართველოში და ახალ მთავრობასთან თანამშრომლობას“, - წერს სერ ალან დუნკანი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში ვიზიტით მოიწვია.