ჩეჩნეთის პრეზიდენტის განცხადებას კრემლის პრეს-მდივანი ეხმაურება. დიმიტრი პესკოვის თქმით, საკითხი არა რუსეთის ფედერაციის ერთ სუბიექტს, არამედ მთლიანად ქვეყნის ბიუჯეტს ეხება, რაზეც ქვეყნის მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო აქტიურად მსჯელობს.
„ეს ჩვეულებრივი პროცესია. საკითხს პარლამენტის ქვედა პალატა განიხილავს და მხედველობაში იღებს ყველა არგუმენტსა და ასპექტს, რომლის გათვალისწინებითაც ბიუჯეტის პროექტი უნდა შემუშავდეს,“-აღნიშნა პესკოვმა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილმა 2017 წლის ბიუჯეტმა ჩეჩნეთის ლიდერის უკმაყოფილება გამოიწვია. რამზან კადიროვმა ღიად განაცხადა, რომ შეკვეცილი ბიუჯეტი მისთვის მიუღებელია.