2016 წლის იანვარ – ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 5,406,188 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +8.1%-ია. მთლიანი რაოდენობიდან 24 საათი და მეტი დროით 2,372,351 (+19.7%) ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+11%), სომხეთიდან (+0.03%), თურქეთიდან (-9.1%), რუსეთიდან (+13.2%) და უკრაინიდან (+22.8%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ოქტომბრის პერიოდში გამოირჩნენ: ლატვია +26.8%, ჩეხეთი +15.2% და ლიტვა +11.6%. განსაკუთრებული ზრდა კი შემდეგი ქვეყნებიდან ფიქსირდება: ირანი +494%, ინდოეთი +232%, სირია +209%, ეგვიპტე +179%, საუდის არაბეთი +116%.
საერთაშორისო მოგზაურები: ტოპ 10 ქვეყანა
|
ქვეყანა
|
2015: 10 თვე
|
2016: 10 თვე
|
ცვლილება
|
ცვლილება %
|
1
|
აზერბაიჯანი
|
1,162,834
|
1,290,268
|
127,434
|
11.0%
|
2
|
სომხეთი
|
1,199,385
|
1,199,689
|
304
|
0.03%
|
3
|
თურქეთი
|
1,186,889
|
1,078,696
|
-108,193
|
-9.1%
|
4
|
რუსეთი
|
812,793
|
920,144
|
107,351
|
13.2%
|
5
|
უკრაინა
|
123,186
|
151,315
|
28,129
|
22.8%
|
6
|
ირანი
|
22,044
|
131,036
|
108,992
|
494.4%
|
7
|
ისრაელი
|
53,367
|
84,751
|
31,384
|
58.8%
|
8
|
ყაზახეთი
|
32,857
|
44,239
|
11,382
|
34.6%
|
9
|
პოლონეთი
|
39,728
|
41,926
|
2,198
|
5.5%
|
10
|
გერმანია
|
33,879
|
36,742
|
2,863
|
8.5%
|
რაც შეეხება მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეს საქართველოს 527,157 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +4.5%-ით მეტია. მათ შორის 24 საათი და მეტი დროით განხორციელებულმა ტურისტულმა ვიზიტებმა 215,620 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +20.9%-ია.
2016 წლის ოქტომბრის თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (-2.1%), აზერბაიჯანიდან (+10.1%), თურქეთიდან (-16.6%), რუსეთიდან (+13.0%) და უკრაინიდან (+15.8%) განხორციელდა. საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით ოქტომბერის თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან გამოირჩნენ: ბულგარეთი +54%, პოლონეთი +36%, ლიტვა +36%, ლატვია +33% და გერმანია +32%. განსაკუთრებული ზრდა კი შემდეგი ქვეყნებიდან დაფიქსირდა: ირანი +344%, ეგვიპტე +185%, ინდოეთი +130% და ისრაელი +82%.