გამოცემა Lonely Planet-მა მოგზაურებისათვის საუკეთესო ქალაქების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის მიხედვით, ამ მხრივ საფრანგეთის ქალაქი ბორდოა, სადაც ცოტახნის უკან ღვინის მუზეუმი გაიხსნა.
TOP-3-ში მოხვდნენ სამხრეთ აფრიკული ქალაქი კეიპტაუნი და ამერიკული ლას-ვეგასი. რეიტინგში შემდეგ მოდიან მერიდა (მექსიკა), ოხრიდი (მაკედონია), პისტორია (იტალია), სეული (სამხრეთ კორეა).
Lonely Planet -მა სამოგზაუროდ კარგი ქვეყნებიც დაასახელა. ასეთ რეიტინგს კანადა ლიდერობს. რეიტინგის შედგენისას Lonely Planet -მა ტურისტებისა და ექსპერტების აზრიც მაქსიმალურად გაითვალისწინა.