პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის საფარქვეშ შესაძლოა ჩამოყალიბდეს ახალი პროდასავლური პარტია, სადაც უსუფაშვილი, ალასანია და სხვა პოლიტიკოსები გაერთიანდებიან. მისი თქმით, ამ ეტაპზე არანაირი პოლიტიკური პარტიის შექმნა პრეზიდენტის ფრთის თუ საფარქვეშ არ განიხილება
,,პრეზიდენტი ზოგადად მზად არის ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ლიდერთან საუბრისთვის და დიალოგისთვის, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი პოლიტიკურ პარტიის შექმნას არ აპირებს.. პრეზიდენტი ასრულებს თავის უფლებამოსილებას, როგორც უპარტიო და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ქვეყნის განვითარებისთვის და ზოგადად კიდევ უფრო დემოკრატიულობისთვის არის ძალიან სასარგებლო. შესაბამისად, ასე ვაპირებთ ამ ეტაპისათვის გაგრძელებას",- განაცხადა მიშველაძემ.