შევა თუ არა საარჩევნო სიის მეორე ნომერი სანდრა რულოვსი პარლამენტში, ,,ნაციონალური მოძრაობისთვის“ უცნობია. გიგი წერეთლის განცხადებით, პარტიაში პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
,,ამასთან დაკავშირებით არც ჩვენ გვაქვს საბოლოო პასუხი“,-განაცხადა წერეთელმა.
შეგახსენებთ, სანდრა რულოვსმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა ის "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის მეორე ნომერია.
რაც შეეხება პარლამენტში შესვლას, რულოვსმა დაახლოებით ორი კვირის წინ "რუსთავი 2-ის" ეთერში ამ თემაზე ისაუბრა დ აღნიშნა, რომ პარლამენტში შევსლის გადაწყვეტილებას მეორე ტურის შედეგბის მიხედვით მიიღებს.
"მე პატივს ვცემ მათ, ვისაც უნდა მეორე ტურში შესვლა. დაველოდოთ მეორე ტურის შედეგებს და მერე ვნახოთ, ბოლოს და ბოლოს რამდენი და ვინ შევდივართ პარლამენტში. ჩემთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი პარტიიდან ვინ შედის პარლამენტში",-აღნიშნა რულოვსმა.