ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ ბრძოლას აგრძელებს და 27 მანდატის გამოყენებას საკანონმდებლო ორგანოში გეგმავს. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ის და მისი თანაპარტიელები როგორც პარლამენტის ტრიბუნას, ასევე საერთაშორისო ბერკეტებს გამოიყენებენ "ერთი ადამიანის დიქტატის" წინააღმდეგ.
ხოშტარია ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა გააგრძელებს განვითარებას და პარტიის განახლებასაც. რაც შეეხება არჩევნებს, ხოშტარია თვლის რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურიც არ იყო სამართლიანი.
"არ გვქონდა ილუზია რომ ხელისუფლება პირველ ტურთან შედარებით მეორე ტურში უკეთ მოიქცეოდა, მაგრამ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო გზით უნდა წავიდეთ. პირველ რიგში ჩვენგან დღეს პარლამენტზე უარის თქმა ჩვენი პარტიის თვითლიკვიდაცია იქნებოდა და კარტბლანში ქართული ოცნებისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ სადარაჯოზე და ვისაუბროთ საფრთხეებზე საპარლამენტო ტრიბუნიდან, გამოვიყენოთ საერთაშორისო ბერკეტები და დავუპირისპირდეთ ერთი ადამიანის დიქტატს.
"პარტიის განახლება განვითარება გაგრძელდება, ამ პროცესში კი კამათი მნიშვნელოვანია. მიხეილ სააკაშვილი სამწუხაროდ გაძევებულია ქვეყნიდან არის საკითხები რაზეც ვთანხმდებით, არის საკითხები რაზეც სხვადასხვა აზრი გვაქვს, ეს არის ჯანსაღი პროცესი. ქართულ ოცნებაში კი ბიძინა ივანიშვილის ერთი სიტყვა ყველა მათგანს აზრს უცვლის და ხანდახან ილია ჭავჭავაძესაც ადარებენ.
"ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი შეფასება არჩევნების, რომელიც არ იყო სამართლიანი,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ