საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მოწვევით საქართველოს JETRO-ს დელეგაცია ესტუმრება. 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში იაპონური დელეგაციის წევრები მთავრობის წევრებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან საქმიან შეხვედრებს გამართავენ. JETRO-ს დელეგატებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ სპეციალური პრეზენტაციები მოეწყობა თბილისში, ფოთსა და ბათუმში.
იაპონური დელეგაციის წევრები წარმოადგენენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებს, როგორებიცაა: ვაჭრობა, ნავთობი, მშენებლობა, მძიმე მრეწველობა, წარმოება, საკვები და სასმელი პროდუქცია.
3 ნოემბერს, 09:30 საათზე სასტუმროში Rooms Hotel Tbilisi JETRO-ს წარმომადგენლებისთვის სპეციალურ მიღება გაიმართება. პირველი საპრეზენტაციო ნაწილის დასრულების შემდეგ ღონიძიება B2B შეხვედრებით გაგრძელდება.
4 ნოემბერს დელეგატები ფოთში გაემგზავრებიან, სადაც რაკიას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას და ფოთის პორტს ესტუმრებიან.
5 ნოემბერს JETRO-ს დელეგაციისთვის მორიგ პრეზენტაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართება, რის შემდეგაც სტუმრები ბათუმის ნავთობტერმინალს მოინახულებენ.
აღსანიშნავია, რომ JETRO, იგივე იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაცია, მთავრობასთან დაახლოებული ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურად მუშაობს იაპონიის სავაჭრო ურთიერობების გაღრმავებაზე დანარჩენ მსოფლიოსთან. JETRO, რომლის თავდაპირველი მიზანი იაპონიის საგარეო ვაჭრობის განვითარება იყო,1958 წელს დაფუძნდა. 21-ე საუკუნეში ორგანიზაციის ძირითადი მისია ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის გლობალურ ბაზრებზე ხელშეწყობაა.