"ქალბატონი თინა არ აპირებს ჩემ დატოვებას თუ მიტოვებას. პარტიულად რას იზამს არ ვიცი ჯერ", - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცნობისთვის, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პარტია დატოვა. თუმცა, ჯერ არ არის ცნობილი რა გადაწყვეტილება მიიღო მისმა მეულღემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა, რომელიც ამავე პარტიის წევრია.