მე ინდივიდუალურ რეჟიმში ვაგრძელებ აქტიურ ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას, - ამის შესახებ განცხადება მან პარლამენტში გააკეთა. მისი თქმით, ის ოპოზიციურ საქმიანობას გააგრძელებს.
"მე ინდივიდუალურ რეჟიმში ვაგრძელებ აქტიურ ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას და უახლოეს 2-3 თვეში მექნება ინტენსიური დიალოგი ყველასთან, ვინც არათუ დაიღალა თავისუფალი, მრავალპარტიული, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს მშენებლობის პრობლემებით, არამედ პირიქით - მეტი პრობლემის გამო მეტად არის შემართული შრომისთვის და ახალი, უფრო ეფექტური გზების ძიებისთვის.
ამ დიალოგის და ერთობლივი განსჯის შემდეგ შევჯერდებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც არსებული გამოწვევების ადეკვატური იქნება. ფაქტია, რომ ევროპულ სახელმწიფომდე და კეთილდღეობამდე ვერ მიგვიყვანენ პოლიტიკურ პარტიებად წოდებული ვერც სახელმწიფოსთან შეზრდილი ბიუროკრატიული კონგლომერატები, ვერც ერთად ჩადენილი პოლიტიკური ცოდვების გამო კონსოლიდირებული ჯგუფები და ვერც მომცრო პოლიტიკური სამეგობროები შესაბამისი მომცრო ელექტორატით", - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დავით უსუფაშილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა.