ევროპის სახალხო პარტია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
„კვირას ქართველ ხალხს უნდა მიეცეს არჩევნებში საკუთარი აზრის მშვიდობიანად დაფიქსირების უფლება. ნებისმიერი სახის ძალადობას, დაშინებასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას დემოკრატიულ არჩევნებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ასეთი შემთხვევები არჩევნების პირველ ტურში გამოვლინდა და მეორე ტურში აღარ უნდა განმეორდეს. ოპოზიციასა და ამომრჩეველზე ზეწოლა ყოვლად მიუღებელია. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, 30 ოქტომბერს მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს,“-ნათქვამია ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ჯოზეფ დოლის განცხადებაში.