სამართლიანი არჩევნები წინასაარჩევნოდ მომზადებულ საკუთრ ანგარიშს უწყებათშორის საბჭოს უახლოეს მომავალში გადაუგზავნის. უწყებათშორისი საბჭო დღეს დილით გაიმართა, სადაც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა აუცილებელია დროულად მიაწოდონ წინადადებები საარჩევნო კანონმდებლობის დასახვეწად.
„მნიშვნელოვანია, რომ დღეს კომისია სხდომაზე არასამთვრობო სექტორს, დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართავთ, 15 ნოემბრამდე მათგან ვითხოვეთ იდეები და წინადადებები, თუ რა უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსში, იმისთვის, რომ ზუსტად გაისად ამ დროს თვითმმართველობის არჩევნებს კიდევ უფრო მომზადებულები შევხვდეთ,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.