ჩვენი ოპონენტები ცდილობდნენ, როგორმე საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა . მისი შეფასებით, ამით კიდევ ერთხელ მოიჭრეს თავი, როგორც ქართველი ხალხის, ისე ევროპის საზოგადოების წინაშე.
,,წლის დასაწყისში უნდა მიეღო საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს არ მოხდა და გადაიდო რამდენიმე თვით, დამოკიდებული იყო არა საქართველოზე, არამედ იმ მიგრაციულ პროცესებზე, რაც ევროპაში ხდება. თუმცა აქაც გადალახულია გარკველი ეტაპი და ყველაფერი მზად არის ვიზალიბერალიზაციისთვის. არ შემიძლია არ შევეხო შიდა ოპონენტების ქმედებებს, რომლებიც დადიოდნენ ევროპარლამენტის დერეფნებში და ცდილობდნენ, როგორმე საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გეგმა ასეთია - ან მე, ან არავინ და არაფერი ამ ქვეყანაზე. მათი ეს სურვილები არ შესრულდა და კიდევ ერთხელ მოიჭრეს თავი, როგორც ქართველი ხალხის, ისე ევროპის საზოგადოების წინაშე. მათ შესაბამისი პასუხი გასცა ქართველმა საზოგადოებამ 8 ოქტომბერს და კიდევ ერთხელ გასცემს პასუხს 30 ოქტომბერს“, -განაცხადა სუბარმა.