თურქეთი ყოველწლიურად 1,4 მლნ ტონა მაკარონს აწარმოებს. შესაბამისად თურქეთი მაკარონის წარმოების მოცულობის მხრივ მსოფლიოში მესამე ქვეყანაა. წარმოების მაჩვენებლებით თურქეთი მხოლოდ აშშ-სა და იტალიას ჩამორჩება.
რაც შეეხება ექსპორტს, როგორც თურქეთის მაკარონის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი (TMSD) აბდულკასირ კიულახჩოღლუ აცხადებს, მაკარონის ექსპორტის მხრივ თურქეთი მხოლოდ იტალიას უთმობს გზას.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით მაკარონს აშშ და იტალია მოიხმარს. მოხმარების კუთხით თურქეთი მსოფლიო რეიტინგში მე-19 ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ თურქეთს მაკარონის ნაწარმო ექსპორტზე მსოფლიოს 152 ქვეყანაში გააქვს.
„2016 წლის 10 თვეში თურქეთმა 560 ათასი ტონა მაკარონის ნაწარმის ექსპორტი განახორციელა. მიმდინარე წლის ბოლომდე ვგეგმავთ, რომ ექსპორტი 800 ათას ტონამდე გავზარდოთ“, აცხადებს TMSD-ს ხელმძღვანელი.