საქართველო „EXPO 2017“-ში მიიღებს მონაწილეობას, ამისათვის მთავრობამ მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. როგორც მთავრობის №2178 განკარგულებაშია აღნიშნული, მსოფლიო დონის გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზებისთვის სამთავრობო კომისია უკვე შეიქმნა, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი თავმჯდომარეობს.
გამოფენა 2017 წლის 10 ივნისიდან 10 სექტემბრამდე, ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში ეწყობა.
ილია ელოშვილის გარდა სამთავრობო კომისიის წევრები არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელინგიორგი ჩოგოვაძე.
მთავრობამ კომისიას უფლებამოსილების ვადა 2017 წლის 10 სექტემბრამდე განუსაზღვრა.