ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი ბიზნესპარტნიორები ხდებიან. როგორც მთავრობის №2182 განკარგულებიდან ირკვევა, სახელმწიფომ ძიუდოისტებს თბილისში, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში 379 000 ლარად გადასცა.
პირობების მიხედვით, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი ვალდებულნი არიან საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე 36 თვის განმავლობაში სპორტული კომპლექსის განათავსონ, რომელიც უნდა მოიცავდეს მინიმუმ 30 ადამიანზე გათვლილ, არანაკლებ 2 გასახდელ ოთახს, არანაკლებ 8 (ინდივიდუალურ) საშხაპეს, სპორტსმენების ფიზიკური მომზადებისათვის განკუთვნილ სავარჯიშო დარბაზებს.
ავთანდილ ჭრიკიშვილსა და ვარლამ ლიპარტელიანს პროექტის განსახორციელებლად, პირობების მიხედვით, მინიმუმ 0,4 მლნ ლარის ინცვესტირება დაევალდებულათ.