ყოფილი თავისუფალი დემოკრატები დღეს ბრიფინგს გამართავენ.თემა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესაძლო თანამშრომოლობაზე ისაუბრებენ. ცნობილია, რომ ბრიფინგს ზურაბ აბაშიძე , გია ცაგარეიშვილი და დავით ონოფრიშვილი გამართავენ. ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზაობას არ უარყოფს ზურა აბაშიძე. მისი თქმით, ამის შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ სურვილი მეორე მხრიდანაც იქნება.