ჩვენ მოვუწოდეთ პოლიტიკურ პარტიებს და ყველა ჩართულ მხარეს, რომ ბოლომდე მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, არ გამოეთიშონ ამ პროცესს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გარკვეულ ინციდენტებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოითქვა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნებმა ასახა ქართველი ხალხის ნება. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება გარკვეულ ინციდენტებთან დაკავშირებით, ეს იყო ძალადობა და დაშინების ინციდენტები. მიგვაჩნია, რომ ასეთი ინციდენტები არ უწყობენ ხელს წყნარი ატმოსფეროს შენარჩუნებას. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ პოლიტიკურ პარტიებს და ყველა ჩართულ მხარეს, რომ ბოლომდე მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ანუ არ გამოეთიშონ ამ პროცესს.