ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა. 48-ე უბანზე დაწერილი 8 საჩივრიდან 5 პროცედურულ საკითხებს ეხებოდა და კომისიამ განუხილველად დატოვა. დანარჩენი 3 გადასატან ყუთთან დაკავშირებულ დარღვევებს უკავშირდებოდა, რის გამოც ყუთი კომისიის წევრებს გაუხსნელად გადაეგზავნათ. ყუთში არსებული 33 ბიულეტინი კი ბათილად იქნა ცნობილი. საარჩევნო უბნის წარმომადგენლების მსგავსად, ხმები ვერც კომისიამ დათვალა, რადგანაც აღმოჩნდა, რომ სიაში ამომრჩეველთა იდენტიფიცირების გრაფები შესავსები იყო. მანამდე სხდომიდან კომისიის თავმჯდომარის შეურაცხყოფის მიზეზით დამკვირვებელი გააძევეს.